ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ფრანკმა უეფას სუპერ თასის წინ პსჟ-სთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ჩვენ ფინალში ვთამაშობთ. ეს ფანტასტიკურია. იმედია, ბოლო ფინალიდან გამოცდილების გამოყენებას შევძლებთ, როცა გუნდი მანჩესტერ იუნაიტედს ეთამაშა.
პსჟ საუკეთესო გუნდია ევროპაში. მათ ტრებლი მოიგეს და ისე ჩანს, რომ ისინი თერთმეტივე პოზიციაზე ძალიან ძლიერები არიან.
ეს ფანტასტიკური გამოწვევაა პირველი თამაშისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი თავის გვჯერა. ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთია - მოგება ვცადოთ. ამას როგორც გამოცდას არ ვუყურებთ. ამას ვხედავთ, როგორც ორი კარგი გუნდის დაპირისპირებას და ჩვენ ამ მატჩის მოგება გვინდა." - განაცხადა ფრანკმა.
პსჟ და ტოტენჰემი ერთმანეთს 13 აგვისტოს იტალიის ქალაქ უდინეში დაუპირისპირდებიან.
პსჟ VS ტოტენჰემი - როგორია სუპერკომპიუტერის პროგნოზი?