სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ახლოვდება ევროპული ტოპ ჩემპიონატების დასაწყისი. ამ მომენტის მონაცემებით ტოპ 5 ლიგაში მომდევნო სეზონში 6 ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს.
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)
გიორგი მიქაუტაძე (ლიონი)
ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი)
საბა საზონოვი (ტორინო)
საბა გოგლიჩიძე (ემპოლი)
საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი მონაკოს ესტუმრება. მატჩი 17 აგვისტოს 23:00-ზე გაიმართება. გიორგი მიქაუტაძის ლიონი კი 18 აგვისტოს (22:45) სტუმრად რენს დაუპირისპირდება.
17 აგვისტოს (22:45) სერია ა-ს პირველ ტურში საბა საზონოვის ტორინო სან სიროზე მილანს შეხვდება, საბა გოგლიჩიძის ემპოლი კი ამავე დროს მონცას უმასპინძლებს. 18 აგვისტოს (20:30) ერთვება საქმეში ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლიც. ანტონიო კონტეს გუნდი იტალიის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში გასვლაზე ვერონას ეთამაშება.
ლა ლიგის პირველივე ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია მესტალიაზე კატალონიის ბარსელონას მიიღებს. შეხვედრა 23:30-ზე დაიწყება.
იმედია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ქართველების რაოდენობა მოიმატებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები