ილია თოფურია დარწმუნებულია, რომ ჯასტინ გეიჯი თავისი გეგმის ერთგულად დარჩენის შემთხვევაში, UFC White House: Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში მარტივად დამარცხდება.
თოფურია (17-0) 15 ივნისს მსუბუქი წონის ტიტულის დაცვას შეეცდება, სადაც დროებით ჩემპიონ ჯასტინ გეიჯის (27-5) დაუპირისპირდება.
ელ მატადორი ზედიზედ 3 ლეგენდის - ალექსანდრ ვოლკანოვსკის, მაქს ჰოლოუეისა და ჩარლზ ოლივეირას - ნოკაუტით დამარცხების შემდეგ ასპარეზობს.
გეიჯი მიიჩნევს, რომ ამ სამმა ვეტერანმა შეცდომა დაუშვა, რადგან თოფურიასთან ბრძოლაში უკან იხევდნენ. მისი თქმით, თავად წინ წასვლას აპირებს, თუნდაც ამის სანაცვლოდ დარტყმების მიღება მოუწიოს.
თოფურიას აზრით, თუ გეიჯი მართლაც წინ წასვლას შეეცდება, საქმის ნახევარი უკვე გაკეთებული იქნება.
ელ მატადორი ამბობს, რომ მეტოქის ნოკაუტისთვის მხოლოდ ის სჭირდება, რომ ის გაჩერდეს და დარტყმების გაცვლაში შევიდეს.
შესაბამისად, თუ გეიჯი წინ წამოვა, თოფურია დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წუთიც არ დასჭირდება მეტოქის დასამარცხებლად.
თუ ის გააკეთებს იმას, რასაც ამბობს, რომ წინ წამოვა და აგრესიულად იბრძოლებს, ეს ზუსტად ის არის, რაც მე მჭირდება.
„ასე რომ, უბრალოდ სცადოს წინ წამოსვლა და საქმის ნახევარი უკვე გაკეთებული იქნება.
ჩემთვის საკმარისია მეტოქე კედელთან მოვიმწყვდიო ან გავაჩერო და დარტყმების გაცვლა დავიწყო. თუ ის წინ წამოსვლას შეეცდება, პირველივე წუთში ან მეორე წუთში ნოკაუტით დავამარცხებ.“ - განაცხადა თოფურიამ MMA Fighting-თან საუბარში.
,,ჩემს შეფასებაში არაერთხელ შეცდა" - გეიჯი თოფურიაზე