თემურ ქეცბაიამ 16 წლის თორნიკე კვარაცხელია დინამო თბილისის მთავარ გუნდთან ერთად დღეს პირველად ავარჯიშა.
Geo Team-ის ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელი მომდევნო მატჩებში ახალგაზრდა ფეხბურთელის სამატჩო განაცხადში შეყვანასაც განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმაა. მან უკვე ითამაშა დინამოს U19 გუნდში და სადებიუტო მატჩში ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.
თემურ ქეცბაიამ კი დინამო თბილისში თავისი სადებიუტო შეხვედრა წყალტუბოს სამგურალის წინააღმდეგ 1-2 მოიგო.