საფრანგეთის ნაკრების მცველმა, იბრაიმა კონატემ მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში ესპანეთთან მოახლოებული მატჩის წინ მეტოქის ვინგერის, ლამინ იამალის სიტყვებს უპასუხა.
რამდენიმე დღის წინ, იამალმა განაცხადა: „საფრანგეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს, ჩვენ შიში არ გვაქვს“.
„ეშინია თუ არა საფრანგეთს ესპანეთის? არა. გულახდილად რომ ვთქვა, ყურადღებას არ ვაქცევთ იმას, თუ რას ამბობენ მატჩის გარშემო.
ჩვენ არავის შიში არ უნდა გვქონდეს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის მოკრძალება, რომლითაც ეს ტურნირი დავიწყეთ და მსგავს მახეებში არ გავებათ, განსაკუთრებით ახლა.
მას შეუძლია თქვას ის, რაც უნდა. მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით და იმედი მაქვს, საბოლოო შედეგი ჩვენს სასარგებლოდ დაფიქსირდება“, - განაცხადა კონატემ.