ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელის, იგორ ტუდორის მამა გარდაიცვალა.
მარიო ტუდორის გარდაცვალება ხორვატულმა სპორტულმა გამოცემამ, Sportske novosti-მ დაადასტურა. 47 წლის სპეციალისტმა მამის გარდაცვალების შესახებ პრემიერ ლიგის 31-ე ტურში, საკუთარ მოედანზე ნოტინგემ ფორესტთან მარცხის (0:3) შემდეგ შეიტყო. სწორედ ამ მიზეზით, მედიის წინაშე ტუდორის ნაცვლად მისი ასისტენტი, ბრუნო სალტორი წარდგა.
„ეს პირადი და ოჯახური საკითხია. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ახლა მისთვის საჯაროდ საუბრის შესაფერისი დრო არ არის“, — განაცხადა სალტორმა.
იგორ ტუდორმა ლონდონური კლუბის მწვრთნელის პოსტზე თომას ფრანკი შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 7 მატჩში ტოტენჰემმა 5 მარცხი იწვნია, მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა და ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა.