უდინეზემ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
„უდინეზე იუწყება, რომ ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ივნისში, ეროვნულ ნაკრებში ყოფნის პერიოდში, მარჯვენა ტერფის მესამე მეტატარსალური ძვლის მოტეხილობა მიიღო.
ტრავმა უდინეში ვარჯიშების განახლების შემდეგ შეფასდა. ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს." - წერია იტალიური კლუბის განცხადებაში.
26 წლის ქართველი ნახევარმცველი უოტფორდში გატარებული თითქმის 3 წლის შემდეგ უდინეზეს შეუერთდა და კარიერას სერია A-ში განაგრძობს.
გიორგი ჩაკვეტაძემ უდინეზესთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, პლუს ერთი სეზონით გახანგრძლივების ოფციით.