• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
წარსულისა და აწმყოს შეხვედრა: ლივერპულის ახალი Bringback კოლექცია
ფეხბურთიფეხბურთი

წარსულისა და აწმყოს შეხვედრა: ლივერპულის ახალი Bringback კოლექცია

14 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

Adidas და ლივერპული წარსულში ბრუნდებიან და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფორმას აცოცხლებენ. Bringback კოლექცია ლეგენდარული 1995/96 წლების სეზონის საგარეო ფორმისა და სავარჯიშო ეკიპირების ზუსტი რეპლიკაა.


გერმანულმა ბრენდმა არქივებში ქექვისა და ნოსტალგიური დიზაინების გათანამედროვეობის ხელოვნება სრულყოფილებამდე მიიყვანა. როგორც კი ცნობილი გახდა, რომ სამზოლიანი ბრენდი მერსისაიდის წითელ მხარეს ბრუნდებოდა, ფანებმა მაშინვე დაიწყეს იმ ფორმებზე ფიქრი, რომელთა ხელახლახილვაც სურდათ. სიის სათავეში სწორედ 1995 წლის საგარეო ნაკრები იყო. თავისი თამამი EQT სტილითა და დაუვიწყარი ფერებით, ეს დიზაინი ბოლო წლებში New Balance-მა და Nike-მაც გამოიყენეს, თუმცა ნამდვილ რეტრო-გამოცემას არაფერი შეედრება. Adidas-მა მაქსიმალური სიზუსტით აღადგინა ორიგინალი, რომელიც მთელი კოლექციის მთავარი მშვენებაა.



თუმცა, მხოლოდ სათამაშო მაისურით ყველაფერი არ სრულდება. კოლექცია მოიცავს იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ სრულ სავარჯიშო ხაზს: შორტები, სვიტერი, სავარჯიშო ზედა და შარვალი, ყველაფერი Adidas-ისა და ლივერპულის 90-იანი წლების საფირმო მწვანე, შავი და თეთრი ფერების კომბინაციაშია გადაწყვეტილი. ეს არის ნამდვილი რეტრო-ესთეტიკა, რომელიც პირდაპირ 90-იანი წლების ტრიბუნებიდან გადმოტანილს ჰგავს.



დიზაინის მთავარი ღირებულება ავთენტურობაა. დეტალები ხელუხლებელია: მკერდზე ლივერპულის კლასიკური ემბლემაა, ცენტრში კი იმ ეპოქის სიმბოლო, სპონსორი Carlsberg, ხოლო EQT-ის მასიური ლოგოები იმ პერიოდის საფეხბურთო მოდას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.


ნოსტალგიურ ფერებთან ერთად, კოლექციაში თანამედროვე შტრიხებიც გამოჩნდა. კლასიკური მაისურის Black-out ვერსია სრულიად შავ ფერებშია გადაწყვეტილი, სადაც ემბლემა და სპონსორიც კი მუქ ტონებშია ჩამჯდარი. შედეგად მივიღეთ დახვეწილი, მოდური ინტერპრეტაცია, რომელიც წარსულსა და დღევანდელობას ერთმანეთთან აკავშირებს.



ასეთი კოლექციის წარდგენას კი შესაბამისი სახეები სჭირდებოდა. კამპანიაში ლივერპულის ლეგენდარული თავდამსხმელი, რობი ფაულერი და მისი განუყრელი მეწყვილე, სტივ მაკმანამანი მონაწილეობენ, ორი ფეხბურთელი, რომლებიც ზუსტად იმ ეპოქას განასახიერებენ. სარეკლამო რგოლი რეტრო სტილის სპორტულ მაღაზიაშია გადაღებული, სადაც ვეტერანები გუნდის ახლანდელ წევრებს მასპინძლობენ, რაც თაობების სიმბოლურ შეხვედრას ჰგავს.


თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ადიდასი
ლივერპული

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბრაიტონმა ლივერპულის მეორე შეთავაზებაც უარყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრაიტონმა ლივერპულის მეორე შეთავაზებაც უარყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - ვინ მოიგებს პრემიერ ლიგას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - ვინ მოიგებს პრემიერ ლიგას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულის სატრანსფერო კრახი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულის სატრანსფერო კრახი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრენტმა ლივერპულის ფანებს პასუხი გასცა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრენტმა ლივერპულის ფანებს პასუხი გასცა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 აგვ, 2026

ბრაიტონმა ლივერპულის მეორე შეთავაზებაც უარყო

News image

22 აგვ, 2026

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - ვინ მოიგებს პრემიერ ლიგას?

News image

22 აგვ, 2026

ლივერპულის სატრანსფერო კრახი

News image

22 აგვ, 2026

ტრენტმა ლივერპულის ფანებს პასუხი გასცა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება