2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველო v მონტენეგრო
ძალიან დაძაბული ვითარებაა FIBA-ს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის I ჯგუფში, სადაც საქართველო, ესპანეთი, უკრაინა, მონგენეგრო, პორტუგალია და საბერძნეთი ასპარეზობენ - ჯგუფიდან სამი საუკეთესო ადგილოსანი გადის.
საქართველოს ნაკრები პარასკევს, 28 აგვისტოს მონტენეგროს დაუპირისპირდება - მატჩი თბილისში 19:30-ზე გაიმართება. ხოლო, ორშაბათს, 31 აგვისტოს ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი გასვლაზე პორტუგალიას დაუპირისპირდება - მატჩი მატოზინიუში 22:00-ზე აიღებს სტარტს.
იბერია 1999 v იაგელონია
თბილისური კლუბის პირველი ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა - დემჩენკოს შეგირდები პოლონურ კლუბთან 4:0 განადგურდნენ. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ იბერიამ მატჩი ბრწყინვალედ დაიწყო და მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. შემდეგ კი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა თბილისელთა კარში საკმაოდ საკამათო თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რის შემდეგაც ქართული კლუბის უიღბლობა დაიწყო.
საპასუხო მატჩს იბერია 1999 თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხუთშაბათს, 27 აგვისტოს, 20:00-ზე გამართავს. შეგახსენებთ, რომ ქართულ კლუბს უკვე გარანტირებული აქვს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება.
ლილი v პსჟ
რთული მატჩი ჰქონდა პსჟ-ს ლიგა 1-ის პირველ ტურში. ლუის ენრიკეს შეგირდებმა გასვლაზე რენთან ფრედ 2:2 ითამაშეს - პარიზელებს ქულა შეცვლაზე შემოსულმა ფერან ტორესმა გადაურჩინა. უსახური მატჩი ჰქონდათ გუნდის ლიდერებს, უსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიას - ლუის ენრიკემ პირველი ტაიმის შემდეგ ორივე შეცვალა.
პარიზული გრანდი ხასიათის გამოკეთებას პარასკევს, 28 აგვისტოს, რენთან შეეცდება - მეორე ტურის მატჩი 22:45-ზე აიღებს სტარტს.
ფიორენტინა v ფროზინონე
კვარაცხელიას მსგავსად, წარუმატებლად დაიწყო სეზონი გიორგი კვერნაძესთვის, თუმცა პსჟ-სგან განსხვავებით ფროზინონეს მეტოქე ტურინის იუვენტუსი გახლდათ. იტალიურმა გიგანტმა ქართველის გუნდი 0:1 დაამარცხა - კვერნაძემ სრული მატჩი ჩაატარა.
მეორე ტურში ფროზინონე ფიორენტინას ეწვევა - მატჩი შაბათს, 29 აგვისტოს, 20:30-ზე გაიმართება.
სევილია v ატლეტიკო
ლა ლიგას საქართველოს მეხუთე წარმომადგენელი შეუერთდა - სევილიამ სპორტინგს ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ 4.5 მილიონი ევრო გადაუხადა. ქოჩორაშვილმა ანდალუსიურ კლუბში 8-ნომრიანი მაისური მოირგო და ლა ლიგის მესამე ტურში, ატლეტიკოსთან მატჩის განაცხადშია - მატჩი შაბათს, 29 აგვისტოს, 23:30-ზე აიღებს სტარტს.
ალავესი v ვილიარეალი
კარგად დაიწყო ლა ლიგის ახალი სეზონი გიორგი მიქაუტაძისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ვილიარეალმა ჯერჯერობით გამარჯვება ვერ მოიპოვა და ორივე მატჩში ფრეს დასჯერდა, ქართველმა ფორვარდმა თავი ორივე მატჩში გამოიჩინა - რასინგთან ჟორჟმა საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ატლეტიკოსთან თავისივე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად. პენალტის ეპიზოდში მსაჯმა მოედნიდან ლე ნორმანი ქართველზე წესების დარღვევისთვის გააძევა.
მესამე ტურის მატჩში ვილიარეალი კიდევ საგარეო მატჩს გამართავს - ამჯერად ყვითელი წყალქვეშა ნავი დეპორტივო ალავესს დაუპირისპირდება. მატჩი პარასკევს, 28 აგვისტოს, 23:30-ზე აიღებს სტარტს.
ბარსელონა v რაიო ვალეკანო
ორშაბათს ლა ლიგაში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის - 31 აგვისტოს გიორგი წიტაიშვილის რაიო ვალეკანო კამპ ნოუს ეწვევა. ქართველი გულშემატკივარი მადრიდულ გუნდში წიტაიშვილის დებიუტის მოლოდინშია და დიდი ალბათობით ეს სწორედ ჰანსი ფლიკის გუნდის წინააღმდეგ მოხდება.
რაიომ პირველ ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულის მოგროვება შეძლო, ხოლო ბარსელონამ ლა ლიგა ელჩესთან გასვლაზე ბრწყინვალე 0:5-ით დაიწყო. კატალონიური გუნდი რაიომდე კიდევ ერთ მატჩს გამართავს - ბარსელონა ხუთშაბათს შინ ბილბაოს მიიღებს.
ბარსელონასა და რაიო ვალეკანოს მატჩი ორშაბათს 23:30-ზე აიღებს სტარტს.
27 აგვისტო. კონფერენს ლიგის პლეი-ოფი.
23:00 საბა საზანოვის ხეტაფე v პარტიზანი.
29 აგვისტო. ბუნდესლიგა 2. 15:00.
ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი v დინამო დრეზდენი.
29 აგვისტო. პრემიერლიგა. 15:30.
გიორგი მამარდაშვილის ლივერპული v ნოტინგემი.
29 აგვისტო. სერია ა. 20:30.
საბა გოგლიჩიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის უდინეზე v მონცა.
30 აგვისტო. ლა ლიგა 2. 21:00.
გიორგი გოჩოლეიშვილისა და იური ტაბატაძის კადიზი v ვალიადოლიდი.
31 აგვისტო. ლიგა 2. 22:45.
ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი v დიჟონი.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები