ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ცხოვრება ჩემპიონობის შემდეგ, ო'მალი, UFC საქართველოში - დვალიშვილის ინტერვიუ
ქართულიქართული
UFCUFC

ცხოვრება ჩემპიონობის შემდეგ, ო'მალი, UFC საქართველოში - დვალიშვილის ინტერვიუ

05 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ის წინ ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.


ცხოვრება ჩემპიონობის შემდეგ


"ჩემი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა. ისევ იგივე სახლში ვცხოვრობ, იგივე მეგობრები მყავს. ვფიქრობ, თუ შევიცვალე, მხოლოდ კარგი მხრივ. უფრო თავმდაბალი გავხდი, ახლა უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს ხალხს დავეხმარო და ახალ თაობას მოტივაცია მივცე კარგი რჩევის მიცემით და ვაჩვენო მათ კარგი მაგალითი.


მადლიერი და დალოცვილი ვარ, ადრე არასდროს მიოცნებია ჩემპიონობაზე იქიდან გამომდინარე, საიდან მოვდივარ. ახლა კი ეს პატივისცემა და ოქროს ქამარი მაქვს, მაგრამ როგორც ვთქვი, უფრო თავმდაბალი და მადლიერი ვარ ცხოვრების."


ო'მალისთან რემატჩი


"ო'მალისთან რემატჩი არ გამიკვირდა, რადგან ამ მომენტში ის აშკარა კონტენდერია. კორი სენდჰეგენმა ახლახანს მოიგო, იანმაც, მაგრამ ის უკვე დავამარცხე. UFC-მ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ვფიქრობ, შონი ფორმაშია და ძალიან რთული ბრძოლა იქნება. მე მას დიდ პატივს ვცემ და მზად ვარ, ჩემი საქმე გავაკეთო."


UFC საქართველოში


"დიახ, ჩვენ ვმუშაობთ UFC-ის ჩატარებაზე საქართველოში და ვნახოთ, რა იქნება. საქართველოს ორი ჩემპიონი ჰყავს და დიდი მებრძოლები, როგორებიც დოლიძე, ჭიკაძე და თოფურია (ალექსანდრე) არიან, ასევე კარგი ახალგაზრდა ბიჭები მოდიან და ვნახოთ.


ბევრი ადამიანია დაინტერესებული და ვარჯიშობს MMA-ს საქართველოში, ჩვენ მებრძოლების კარგი თაობა ვყავს. ჩვენი კარგი ჭიდაობა ვაქვს, მაგრამ ჭიდაობიდან MMA-ში გადასვლას დრო სჭირდება, მაგრამ მალე ნახავთ ქართველ ახალგაზრდა მებრძოლებს UFC-ში."


თოფურია vs ოლივეირა


"ბოლოს ილია ავსტრალიაში ვნახე, სადაც მის ძმა ალექსანდრეს UFC-ში დებიუტი ჰქონდა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, ყოველთვის ვლაპარაკობთ, ვწერთ ერთმანეთს და ვურეკავთ. ის მადრიდში ვარჯიშობს და მზად არის, რომ ახალი ქამარი მიიღოს.


ჩარლზ ოლივეირას პატივს ვცემ, მე ის მიყვარს, მაგრამ ამ ბრძოლას ილია მოიგებს, რადგან მას ყველაფერი აქვს - კრივი, ჯიუ ჯიცუ. ილიას დარტყმის ძალა უკეთესი იქნება და თუ ჩარლზი მის წაქცევას ეცდება, ილია ამასაც მიხედავს და მის საბმიშენის შეტევებს მოიგერიებს. ვფიქრობ, ილია მას სტრაიკინგში დაამარცხებს."


მზადება


"სავარჯიშო კემპი კარგია, ყველაფერმა კარად ჩაიარა და მზად ვარ. ვერანაირი დაზიანება იმოქმედებს ჩემზე, ფიზიკურად და მენტალურად კარგად ვგრძნობ თავს. გულშემატკივრები ამ ბრძოლას უნდა დაელოდონ, რადგან დიდებული იქნება."


მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის საჩემპიონო რემატჩი 8 ივნისს, UFC 316-ზე შედგება. მეინ ქარდი 06:00 საათზე დაიწყება.


"25-წუთიანი ომისთვის მზად ვარ" - შონ ო'მალი

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მერაბ დვალიშვილი
MMA
საქართველო
UFC

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

"მზად ვარ ბრძოლისთვის" - დვალიშვილი წონის ჩაბარების შემდეგ

•ქართული

ქართული

"მზად ვარ ბრძოლისთვის" - დვალიშვილი წონის ჩაბარების შემდეგ
•ქართული

ქართული

VIDEO: "ლეგენდა ხარ" - ვოლკანოვსკი დვალიშვილს

•ქართული

ქართული

VIDEO: "ლეგენდა ხარ" - ვოლკანოვსკი დვალიშვილს
•ქართული

ქართული

VIDEO: წონა ჩაბარებულია - ბრძოლისთვის ყველაფერი მზადაა

•ქართული

ქართული

VIDEO: წონა ჩაბარებულია - ბრძოლისთვის ყველაფერი მზადაა
•ქართული

ქართული

"ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა" - ქეცბაია ლორიაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა" - ქეცბაია ლორიაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

"მზად ვარ ბრძოლისთვის" - დვალიშვილი წონის ჩაბარების შემდეგ

News image

4 სთ წინ

VIDEO: "ლეგენდა ხარ" - ვოლკანოვსკი დვალიშვილს

News image

3 სთ წინ

VIDEO: წონა ჩაბარებულია - ბრძოლისთვის ყველაფერი მზადაა

News image

4 სთ წინ

"ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა" - ქეცბაია ლორიაზე