საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.
ბოლო 4 წელი (2020-2023) აღნიშნული ჯილდოს მფლობელი ხვიჩა კვარაცხელია ხდებოდა.
წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად თეონა ბაქრაძე დასახელდა.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი კი ემპოლის მცველი, საბა გოგლიჩიძე გახდა.
წლის საუკეთესო ფუტსალის მოთამაშე - გიორგი ღავთაძე
წლის საუკეთესო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი
ალექსანდრე ჩივაძის მედალი [U19] - საბა სამუშია, ვახტანგ სალია, ცოტნე ბერელიძე
ალექსანდრე ჩივაძის მედალი [U17] - საბა ხარებაშვილი, ანდრია ბართიშვილი, მათე შათირიშვილი