ფრანგული RMC Sport-ის ცნობით, მანჩესტერ სიტი ჯანლუიჯი დონარუმას სიტუაციას აკვირდება. იტალიელი მეკარის დამატება იმ შემთხვევაში განიხილება, თუ ედერსონი კლუბს დატოვებს.
პარი სენ-ჟერმენი დონარუმას სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მოითხოვს, რაც სიტის მხრიდან ძვირად არის მიჩნეული.
მოლაპარაკებები მოთამაშესთან უკვე მიმდინარეობს და პირადი დეტალების შეთანხმება პრობლემა არ იქნება, რადგან დონარუმას ტრანსფერი სურს.
პარი სენ-ჟერმენმა იტალიელი მეკარე უეფას სუპერ თასის განაცხადში არ შეიყვანა, რითიც მიანიშნა, რომ კლუბი მზადაა, რომ ის გაუშვას. ასევე პარიზელებმა ლილიდან ლუკა შევალიე დაიმატეს.
თავის მხრივ, სიტის ბრაზილიელი მეკარის, ედერსონის დამატებას გალათასარაი ცდილობს, რომელიც როგორც კლუბთან, ისევე მოთამაშესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.