თომას ტუხელმა განმარტა, თუ რატომ არ მიემგზავრება კოულ პალმერი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
„ვფიქრობ, ის ზარალდება იმის გამო, რომ საუკეთესო ინდივიდუალურ ფორმაში არ იმყოფება. მთელი სეზონის განმავლობაში ის უბრალოდ ვერ წყვეტდა მატჩების ბედს და თამაშზე ისეთ გავლენას ვერ ახდენდა, როგორც წინა წლებში.
მეორეც, მას არ ჰქონია ძალიან დიდი გავლენა ჩვენს თამაშზე. მისი მაჩვენებლები ჩვენთან უბრალოდ არ ყოფილა გამორჩეული და არ იყო საკმარისად კარგი იმისთვის, რომ გვეთქვა: ის ნებისმიერ შემთხვევაში მიდის მსოფლიოზე.
ეს უბრალოდ რეალობაა. მას რამდენჯერმე მოუწია შეკრების დატოვება ტრავმების გამო, ხოლო როდესაც ჩვენთან იყო, არ მოუხდენია ის გავლენა, რასაც ყველანი მისგან ველოდით.
მისი შემადგენლობაში შეყვანის სასარგებლოდაც შემიძლია საკმაოდ ბევრი არგუმენტის მოძებნა. პატივს ვცემ მის ოსტატობას და სრულიად უნიკალურ ხასიათს. შეკრებაზე მას პრობლემები არასდროს შეუქმნია. ვფიქრობ, მისი ხასიათი ეხმარება მას, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებშიც კი არ ინერვიულოს და გადამწყვეტად იმოქმედოს. მაგრამ ასეთი მომენტებისთვის ასევე საჭიროა ფორმაში ყოფნა და გუნდზე გავლენის მოხდენა, მან კი ამის მუდმივად დამტკიცება ვერ შეძლო.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული სატელეფონო ზარი და, რა თქმა უნდა, ის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი სახელია, რომელიც განაცხადს მიღმა დარჩა. თუმცა მე უარს ვამბობ ფეხბურთელების წაყვანაზე მხოლოდ სახელის გამო და უარს ვამბობ შემდეგ მათ არასათანადო პოზიციებზე თამაშზე, მხოლოდ იმისთვის, რომ სათამაშო დრო მივცე.
მირჩევნია მძიმე გადაწყვეტილება წინასწარ მივიღო, გადავხარშო და შემდეგ მთლიანად დანარჩენებზე ვიფოკუსირდე“, - განაცხადა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.