ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში შეძლო გასვლა.
+100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა დამატებით დროში გერმანელი ლოსენი კონე იპონით დაამარცხა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
ნახევარფინალში გასასვლელად თუშიშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე სპორტსმენს უშანგი კოკაურს დაუპირისპირდება.
+78 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სოფიო სომხიშვილმა ასპარეზობა მერვედფინალში, ჰიონჯი ლისთან მარცხით დაასრულა.