საქართველოს რაგბის 20-წლამდელთა ნაკრები გასახურებელ მატჩში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა. შეხვედრა რუსთავში, ხარები არენაზე გაიმართა.
გუნდებს შორის პირველი ტაიმი მიხეილ შიოშვილის დადებული ლელოთი თანაბარი ანგარიშით, 7-7 დასრულდა.
მეორე ტაიმში დაჩი წიკლაურის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ლელო ლუკა ტაბატაძემ დადო. თავი ასევე გუნდის კაპიტანმა, ლუკა ნარსიამ გამოიჩინა, რომელმაც ანგარიში 17-19 გახადა.
მატჩის ბოლო წუთზე კი ირაკლი ყოლბაიამ გამარჯვების ლელო დადო და საბოლოო ანგარიში 22-19 დააფიქსირა.
საქართველოს ისტორიაში პირველად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს.