• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
უელსის უცნაური გუნდური ფოტოების ტრადიციის მიზეზები
ფეხბურთიფეხბურთი

უელსის უცნაური გუნდური ფოტოების ტრადიციის მიზეზები

17 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უელსის ეროვნულ ნაკრებს მატჩების წინ ასიმეტრიული და უცნაური გუნდური ფოტოების გადაღების განსაკუთრებული ტრადიცია აქვს. ეს რიტუალი კიდევ ერთხელ შეახსენეს გულშემატკივრებს განას ნაკრებთან გამართული ამხანაგური შეხვედრის წინ (რომელიც კარდიფში 1-1 დასრულდა).


საინტერესოა, რომ ამ ტრადიციას როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ეროვნული გუნდიც აქტიურად მიჰყვება.

ეს ქაოსური ფოტოები ვირუსული პირველად ევრო 2016-ის დროს გახდა, როდესაც გარეთ ბეილისა და აარონ რემზის უელსმა საფრანგეთში ნახევარფინალამდე მიაღწია. ტრადიციის წარმოშობის შესახებ ფეხბურთელები ასეთ განმარტებებს აკეთებენ:


ყოფილი ფეხბურთელი ჯო ლედლი იხსენებს, რომ თავიდან გუნდს უბრალოდ კარგად არ გამოსდიოდა სწორ ხაზზე დგომა და ფოტოების გადაღება. როდესაც რამდენიმე ასეთი „წარუმატებელი“ ფოტო დაგროვდა და გუნდმა პარალელურად წარმატებას მიაღწია, მოთამაშეებმა ჩათვალეს, რომ ამ ფორმატს მათთვის იღბალი მოჰქონდა და სწორი ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს.

კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე, ჯონი უილიამსი ადასტურებს, რომ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ერთგვარ ხუმრობად და გართობად იქცა, სადაც მოთამაშეები სპეციალურად ცდილობენ რაც შეიძლება უცნაური პოზიციები შეარჩიონ.

სამწუხაროდ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უელსის ამ სახალისო ფოტოებს ვეღარ ვიხილავთ. კრეიგ ბელამის გაწვრთნილი გუნდი მუნდიალის მიღმა დარჩა, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. უელსელები ახლა სექტემბერში დასაწყები უეფას ერთა ლიგისთვის ემზადებიან.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ბეილი
უელსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რეალის რომელი ვარსკვლავი დარჩება სკამზე ბაიერნთან?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის რომელი ვარსკვლავი დარჩება სკამზე ბაიერნთან?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მომაკვდინებელი" აარონ რემზი ფეხბურთიდან წავიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მომაკვდინებელი" აარონ რემზი ფეხბურთიდან წავიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაზემირო: „ბეილი რონალდუზე მრავალმხრივი იყო"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაზემირო: „ბეილი რონალდუზე მრავალმხრივი იყო"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიგის ფინალებში გასული 10 საუკეთესო გოლი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიგის ფინალებში გასული 10 საუკეთესო გოლი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

05 აპრ, 2026

რეალის რომელი ვარსკვლავი დარჩება სკამზე ბაიერნთან?

News image

07 აპრ, 2026

„მომაკვდინებელი" აარონ რემზი ფეხბურთიდან წავიდა

News image

12 მაი, 2026

კაზემირო: „ბეილი რონალდუზე მრავალმხრივი იყო"

News image

25 მაი, 2026

ლიგის ფინალებში გასული 10 საუკეთესო გოლი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება