-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC 307-ის მთავარ ბრძოლაში ქვემძიმე წონის ტიტულისთვის ხალილ რაუნთრი ალექს პერეირას დაუპირისპირდა.
ბრძოლა მე-4 რაუნდში დასრულდა, როცა რაუნთრიმ ბრაზილიელის დარტყმებს ვეღარ გაუძლო და ნოკაუტით დამარცხდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ალექს პერეირა კვლავ ქვემძიმე წონის ჩემპიონია. ბრაზილიელმა საჩემპიონო ქამარი 6 თვეში მესამედ დაიცვა.
UFC 307-ზე კიდევ ერთი სატიტულო ბრძოლა გაიმართა. ქალთა სუპერმსუბუქ წონაში ჯულიანა პენიამ რაკელ პენინგტონს გადაწყვეტილებით სძლია და ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა.
გაყოფილი გადაწყვეტილებით აჯობა კაცთა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიასში მარიო ბაუტისტამ ჟოზე ალდოს.
საშუალო წონაში რომან დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით კევინ ჰოლანდი დაამარცხა.
ქალთა სუპერმსუბუქ კატეგორიაში კი კაილა ჰარისონმა გადაწყვეტილებით მოუგო კეტლენ ვიეირას.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები