უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არსენალთან საპასუხო მატჩის წინ პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე უსმან დემბელეს მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთე.
"დემბელე არსენალთან ითამაშებს. მან ჩვენთან ერთად ზედიზედ ორი დღე ივარჯიშა." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ფრანგმა შემტევმა ლონდონურ გუნდთან პირველ მატჩში დაზიანება მიიღო და რამდენიმე დღე დაისვენა, თუმცა საპასუხო შეხვედრისთვის მზად იქნება.
ემირეითსზე პარი სენ-ჟერმენმა არსენალი სწორედ უსმან დემბელეს გოლით დაამარცხა. პარკ დე პრენსზე პსჟ-არსენალი 7 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება.