იბერია 1999-ის ფეხბურთელმა ნიკოლოზ დადიანმა კოპენჰაგენთან გამართულ მატჩზე ისაუბრა.
დადიანმა განაცხადა:
ჩემი აზრით, არ ვიმსახურებდით წაგებას. მოგეხსენებათ, როგორი ძლიერი კლუბია კოპენჰაგენი. გახურებისთანავე იგრძნობოდა, როგორი ატმოსფერო იქნებოდა და მთელი 90 წუთი არ გაჩერებულან კოპენჰაგენის გულშემატკივრები. ამ დროს ათმაგად სასიამოვნოა თამაში და ათმაგი მოტივაცია იყო ჩვენთვის.
რაც შეეხება თამაშს, თავიდან კარგად დავიწყეთ და გვქონდა მომენტები, მერე უკვე ორი გოლი გავუშვით, თუმცა არ გავჩერებულვართ, რაც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებისთვისაც. გავიტანეთ ერთი გოლი და, ჩემი აზრით, მეორეც უნდა ჩათვლილიყო, ეგ რომ არა, დარწმუნებული ვარ, არ წავაგებდით, რადგან პირიქით, მოსაგებად ვიბრძოდით.
ფეხბურთელმა ყურადღება გუნდის ფსიქოლოგიურ პროგრესსა და მომდევნო შეხვედრაზეც გაამახვილა, სადაც იბერია 1999 ხეტაფეს დაუპირისპირდება:
პირველი თამაშის შემდეგაც ვთქვი, რომ ჩვენი გამოსასწორებელი იყო თამაშის ხარისხი. ჩემი აზრით, იმდენი ვქენით, რომ გამოვასწორეთ და თამაშიდან თამაშამდე პირობას ვაძლევთ გულშემატკივრებს, რომ კიდევ უფრო მოვუმატებთ. დასანანი იყო ძალიან, მაგრამ ჩვენი თავის ვირწმუნეთ თავიდანვე.
პირველ თამაშში ფსიქოლოგიური პრობლემა იყო, თითქოს არ გვჯეროდა ჩვენი თავის, ამ პერიოდში ამაზე ვმუშაობდით და წავაგეთ, მაგრამ ეს წაგება დაგვეხმარება, რომ ხეტაფესთან გამოვიდეთ იგივე შემართებით. არ აქვს მნიშვნელობა, ლა ლიგის გუნდია თუ არა, მით უმეტეს, სახლში, ჩვენს გულშემატკივართან, ვაჩვენებთ, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. ჩემი აზრით, ამაზე ბევრად მაგარ თამაშს ვითამაშებთ. იმედი მაქვს, ხეტაფესთან ბევრი ხალხი იქნება.