24 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კიდევ ერთხელ VAR ყავაზე გავიდა.
განამ შესაძლოა ინგლისთან მოპოვებული გმირული 0:0 იზეიმა, მაგრამ მთავარი მწვრთნელი კარლუშ კეირუში მაინც ფიქრობს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო სხვაგვარად.
„შავი ვარსკვლავების“ დამრიგებელი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მატჩის მიწურულს პენალტი ეკუთვნოდა.
პრინს კვაბენა ადუ საჯარიმოში შეიჭრა, ეზრი კონსა კი მის შესაჩერებლად მივიდა და, როგორც ჩანდა, ნახევარმცველი წააქცია.
მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, რამაც ინგლისის გულშემატკივრების შვება გამოიწვია.
გამეორებებმა აჩვენა, რომ კონსამ ადუს მუხლში ფეხი მოარტყა და ბურთს საერთოდ არ შეხებია.
დარწმუნებული აღარ ვარ, რომ VAR მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ კიდევ მუშაობს. საერთოდ გვაქვს VAR? მუშაობს?
„ამაში ეჭვი მეპარება, რადგან კიდევ ერთი პენალტი, რომელიც განას უნდა მისცემოდა ინგლისის წინააღმდეგ, აშკარად გამორჩათ. მათ გაუმართლათ. ძალიან გაუმართლათ.
ეს აშკარა პენალტი და წითელი ბარათი იყო. თქვენ ეჭვი გეპარებათ? თქვენ, ვინც თამაში ნახეთ, ეჭვი გეპარებათ, თუ მხოლოდ მე ვიყავი ასეთ აზრზე?
ბოდიშს ვიხდი სარკაზმისთვის, მაგრამ თუ ასეთ რაღაცებს სერიოზულად ვიტყვი, დამსჯიან, ამიტომ იმედი მაქვს, გესმით, რომ ვხუმრობ.“ - განაცხადა კეირუშმა.
BBC-ის ექსპერტები, რომლებიც მატჩს აკვირდებოდნენ, დიდწილად თანხმდებოდნენ, რომ კონსა და ინგლისი სასჯელს გადაურჩნენ.
ჩემი აზრით, ეს პენალტი იყო.
„კონსამ ძალიან გარისკა. ის ჰაერში იყო, როდესაც ჩაერთო ეპიზოდში, მეტოქეს შეეხო და არა ბურთს.
ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება ძალიან მარტივად შეიძლებოდა პენალტად შეფასებულიყო.“ - თქვა BBC One-ზე ინგლისისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ.
ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ყოფილმა მცველმა მიკა რიჩარდსმა დაამატა:
„ინგლისი გოლის გასატანად იყო წასული და აქტიურად უტევდა, მაგრამ მაინც საჭიროა უკან დაცვა.
სხვა დღეს ეს სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა პენალტი ყოფილიყო.
თუ ეს მართლაც ისეთი აშკარა პენალტი იყო, როგორც ბევრი ფიქრობს, რატომ არ ჩაერია ვიდეოასისტენტი მსაჯი?
პრემიერ ლიგაში მსგავსი ეპიზოდი, სავარაუდოდ, VAR-ის განხილვის საგანი გახდებოდა, თუმცა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ტექნოლოგია ოდნავ განსხვავებული პრინციპით გამოიყენება.
ფიფას მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელს, პიერლუიჯი კოლინას, სურს მოედანზე კონტაქტებისა და ორთაბრძოლების შეფასების უფრო მაღალი ზღვარი და გადაწყვეტილებების მეტი თანმიმდევრულობა. თუ მსაჯები მეტ ეპიზოდს ატარებენ თამაშში, მაშინ VAR-ის ჩარევაც ნაკლები უნდა იყოს.
სწორედ ეს შეიძლება იყოს მიზეზი, რატომაც აღნიშნული ეპიზოდი, როგორც ჩანს, ვიდეოგადახედვის საგანი საერთოდ არ გამხდარა.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ასისტენტმა მსაჯმა, დარენ კანმა, მიიჩნია, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
„როგორც ინგლისის გულშემატკივარი, მოხარული ვარ, რომ ეს პენალტი არ დაინიშნა,“ - თქვა მან BBC One-ზე.
„მაგრამ გულწრფელი უნდა ვიყო. ჩემი აზრით, ეს ეპიზოდი აუცილებლად უნდა გადაეხედათ...
კონსა საერთოდ არ ეხება ბურთს, ის უბრალოდ მეტოქეს აგდებს. ჰაერშია, კონტროლი დაკარგული აქვს და თავდამსხმელს ეჯახება.
ჩემი აზრით, ეს აშკარა პენალტი იყო.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

