ვავრინკა წავიდა - AO 2014 წლის ჩემპიონს დაემშვიდობა
24 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობის 2014 წლის ჩემპიონმა, სტენ ვავრინკამ ტურნირზე კარიერაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან 4 სეტში დამარცხდა - 6:7; 6:2; 4:6; 4:6.
სტენმა მე-2 წრეში გამარჯვებით AO-ს 48-წლიანი რეკორდი დაამყარა - გახდა პირველი 40+ ასაკის ჩოგბურთელი, ვინც მე-3 წრეში გავიდა. მისი AO-ზე დებიუტი 2006 წელს შედგა.
ვავრინკას კარიერაში 3 დიდი სლემის ტიტული აქვს მოგებული, მათგან პირველი - სწორედ ავსტრალიაში, 2015 წელს როლან გაროსზე გაჩემპიონდა, ხოლო 2016-ში - ამერიკის ღია პირველობაზე. გამოცხადებული აქვს, რომ სეზონის ბოლოს კარიერას ასრულებს.
რაც შეეხება მე-9 ნომრად განთესილ ფრიტცს, მისი შემდეგი მეტოქე იქნება მსოფლიოს მე-5 ჩოგანი ლორენცო მუზეტი, რომელმაც ჩეხ ტომას მახაჩს 5-სეტიანი ბრძოლა 4 საათსა და 25 წუთში მოუგო.
ბადის ამ მხარესაა ნოვაკ ჯოკოვიჩი, შესაბამისად, არის შანსი, 1/4 ფინალში ამ წყვილის გამარჯვებული სწორედ სერბ ლეგენდაზე გავიდეს.