კილიან მბაპემ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.
„მესი თუ რონალდუ? ორივესთან მქონია შეხება. მესისთან ერთად, ხოლო რონალდუს წინააღმდეგ მითამაშია.
კრიშტიანუ ჩემი კუმირია, მაგრამ ლეოსთანაც მითამაშია. და რადგან ორივესთან მქონია გამოცდილება, სიმართლე ის არის, რომ ისინი ძალიან განსხვავებულები არიან. ისინი ერთნაირები არ არიან.
მათ შორის არსებული მეტოქეობა კარგი იყო, რადგან მათში ყველაფერი ერთმანეთის საპირისპიროა.
რონალდუ მარჯვენა ფეხით თამაშობს, მესი ცაციაა, რონალდუ მაღალია, მესი - დაბალი, მესი უფრო ელეგანტურია, რონალდუ - უფრო უშუალო და ძალისმიერი, რონალდუ უფრო ფეთქებადია, მესის კი უფრო მეტი ხედვა და თამაშის ორგანიზების უნარი აქვს.
თუ ვეთანხმები გამონათქვამს, რომ ერთი შრომის შედეგია, მეორე კი ბუნებრივი ნიჭის?
ეს ისეთი ადამიანის ნათქვამია, რომელსაც ფეხბურთი არასდროს უთამაშია. ყველა დებატში ამას ვამბობ. არა, ეს იმ ადამიანის მოსაზრებაა, რომელსაც ფეხბურთი არ უთამაშია.
რადგან თუ შეგიძლია იჯდე და მითხრა, რომ რონალდუს ნიჭი არ აქვს, ან რომ მესი ბევრს არ შრომობს, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ერთხელაც არ ჩაგიცვამს ბუცები და ყოველდღიურ ვარჯიშზე არ გივლია.
უბრალოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ასე ფიქრობდეს ადამიანი, რომელსაც ბუცები ჩაუცვამს და ყოველდღე უვარჯიშია.“ - განაცხადა ფრანგმა.