სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ახლოვდება UFC 308. 26 ოქტომბერს ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურია თავის ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს.
მანამდე კი მებრძოლებს შორის დაპირისპირებას ESPN-მა უმასპინძლა, სადაც მათი ერთობლივი ჩართვა ვიხილეთ.
ილიამ და მაქსმა სიტყვები გაცვალეს და 26 ოქტომბრის მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრეს. გთავაზობთ ამონარიდებს.
ილია: "გიწვევ, რომ ის გაცვლა (გეიჯისთან ბოლო 10 წამში) ჩემთან გააკეთო, მაგრამ ბრძოლის პირველ 10 წამში და ნახავ, რაც მოხდება."
ილია: "მაქსისა და გეიჯის ჩხუბის ყურებით მოვიწყინე. ერთადერთი კარგი ამ ჩხუბში ბოლო 10 წამი იყო, სიმართლე რომ ვთქვა. ვერ ვნახე ვერანაირი ტექნიკა, სტრატეგია. იმ ნოკაუტში 0 ტექნიკა იყო. ეს უბრალო გაცვლები იყო."
მაქსი: "შენი სახე სხვა რამეს ამბობდა."
მაქსი: "მან BMF-ის ქამარი იყიდა. ის ჩემი დიდი გულშემატკივარია წლებია და მან ეს იცის. ამიტომაც მსტალკავს ტვიტერზე და ინსტაგრამზე. გაფუჭებული ბავშვია, მან ფული ამ ქამრის ყიდვაში გადაყარა."
ილია: "26 ოქტომბერს შესაძლოა შენ გახდე ჩემი გულშემატკივარი და დაიწყო ჩემგან სწავლა. გულწრფელად რომ ვთქვა, მაქსის გულშემატკივარი ბევრი წელი ვიყავი. MMA-ში ჩემი პირველი ნაბიჯების შემდეგ შენი კარიერის პიკს მივყვებოდი. შენ დიდებული მაგალითი იყავი ახალი თაობისთვის, მაგრამ ახლა ჩემი დროა."
ილია: "ვერავინ გადაგარჩენს, როგორც კი ოქტაგონის კარი დაიხურება."
მაქსი: "შენ მსაჯი გადაგარჩენს."
ილია: "შენ უკვე იცი, როგორი შეგრძნებაა წაგების შემდეგ დაბრუნება. შენ უკვე 7-ჯერ წააგე, მე 0 წაგება მაქვს."
მაქსი: "შენ არ ხარ მოკრივე, შენ არ გაქვს მოკრივის ინტელექტი."
ილია: "კარგია, კარგია, ეს მომწონს. ესე იგი მე არ მაქვს მოკრივის ინტელექტი, ამასაც ვნახავთ."
მაქსი: "ვნახავთ."
ილია: "შენ დაგაძალეს ჩემთან ბრძოლა. მაიკლ ჩენდლერთან, კონორ მაკჩიკენთან და სხვა მებრძოლებთან ჩხუბს ითხოვდა, რადგან მე გამირბოდი."
მაქსი: "ვინ გითხრა ეს? მოკეტე, იტყუები. ეს ტიპი მატყუარაა. მე ვითხოვე შენთან ბრძოლა. არასდროს მითხოვია მაიკლ ჩენდლერთან ბრძოლა, რატომ უნდა ვებრძოლო მას? მე ყველაზე ადვილი ბრძოლა მინდა. მე ილია თოფურია მინდა, ეს არის, რასაც ვამბობ. ჰავაიზე ქამრით და წონაში მომატებული წავალ.
ილია: "უკვე გავხსენი მოხუცების თავშესაფარი. ვოლკანოვსკის უკვე აქვს თავისი ოთახი, მეორე ოთახი შენთვის მაქვს. 26 ოქტომბერს იქ მოგათავსებ უფასოდ, არ ინერვიულო, არანაირი ხარჯები."
26 ოქტომბერს აბუ დაბიში UFC 308-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები