VIDEO: 26-ე ტიტული კარიერაში - ალკარასმა დოჰას ტურნირი მოიგო
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კატარის დედაქალაქ დოჰაში 500-ქულიანი ტურნირის ფინალი გაიმართა.
გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის ლიდერი კარლოს ალკარასი და მე-40 ნომერი არტურ ფილსი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა 52 წუთი გაგრძელდა და ესპანელის დამაჯერებელი გამარჯვებით 2 სეტში (6-2, 6-1) დასრულდა.
კარლოს ალკარასმა კარიერაში 26-ე ტიტული მოიგო. მან დოჰაში ჩემპიონობის გზაზე 3 ფრანგი და 2 რუსი დაამარცხა - რინდერკნეში, როიე, ხაჩანოვი, რუბლევი და ფილსი.