VIDEO: არსენალმა კრისტალ პალასს პენალტებში მოუგო და 1/2 ფინალში გავიდა
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ლიგის თასის (EFL) 1/4 ფინალში არსენალი ემირეითსზე კრისტალ პალასს დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მე-80 წუთზე მაქსენს ლაკრუას ავტოგოლით მასპინძლები დაწინაურდნენ და თამაშის მოგებასთან ძირითად დროში ახლოს იყვნენ, თუმცა კომპენსირებულ დროში (90+5) მარკ გეჰიმ ანგარიში გაათანაბრა.
წყვილში გამარჯვებული 90 წუთში ვერ გაირკვა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც ასევე დიდხანს გაგრძელდა.
საბოლოოდ თერთმეტმეტრიანებში არსენალმა 8-7 იმარჯვა. გადამწყვეტი პენალტი ლაკრუას კეპა არისაბალაგამ აიღო და არტეტას გუნდი თასის 1/2 ფინალში გავიდა.
მომდევნო ეტაპზე არსენალი ჩელსის შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ კარდიფი დაამარცხა 1-3. მეორე ნახევარფინალური წყვილი კი ნიუკასლსა და მანჩესტერ სიტის შორის შედგება.