გარი ნევილმა არსენალსა და მანჩესტერ სიტის შორის სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა.
"მანჩესტერ სიტის ჰყავს ჰალანდი, გვარდიოლა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც აქვთ ნამდვილი ხარისხი და გამოცდილება. ისინი, ალბათ, ცოტათი უკვე „სისხლის სუნს“ გრძნობენ - „ჩვენ არსენალის კისერზე ვართ, მოვდივართ, მარტში და აპრილში აქ ვიქნებით, შეძლებთ ამას გაუმკლავდეთ?“
ვფიქრობ, არსენალი უკეთესი გუნდია, ვიდრე სიტი და ეს პირველ რამდენიმე თვეში დაამტკიცეს. მაგრამ სიტი ძალიან სახიფათოა. მათ ჰყავთ მწვრთნელი, რომელიც გამარჯვებების ნამდვილი მანქანაა, ფორვარდი, რომელიც მსოფლიო კლასისაა, ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი, როგრი მოთამაშეა! მათ აქვთ ძალიან სახიფათო თვისებები, ტალანტი და პოტენციალი სიურპრიზების მოსაწყობად.
მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს ტიტული არსენალისაა... არსენალი ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადოს მომდევნო ოთხი–ხუთი თვისთვის, კლუბისთვის ეს უზარმაზარი მომენტია და მაინც მგონია, რომ ისინი ამას შეძლებენ.“ - განაცხადა ნევილმა.
პრემიერ ლიგას 16 ტურის შემდეგ არსენალი ლიდერობს 36 ქულით, სიტი კი მეორე ადგილს 34 ქულით იკავებს.