VIDEO: ბაიერნის 15-დან 15! კომპანის გუნდმა ლევერკუზენს 37-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა
01 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-9 ტურში ბაიერნმა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გაანადგურა.
ალიანც არენაზე ერთმანეთს ბაიერნი და ლევერკუზენი დაუპირისპირდნენ და გამარჯვება მასპინძლებს 3:0 დარჩათ.
კომპანის გუნდმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა - 25-ზე თავი გნაბრიმ გამოიჩინა, 31-ზე ჯექსონმა და 44-ზე ბადემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ბაიერნმა ამ სეზონში 15-დან მე-15 გამარჯვება მოიპოვა და 27 ქულით ცხრილს ერთპიროვნულად, 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ლევერკუზენმა კი გასვლაზე ბუნდესლიგის მატჩი 37 შეხვედრის შემდეგ პირველად წააგო, 17 ქულა დარჩა და მე-5 პოზიციას იკავებს.