VIDEO: ბაიერნის სასწაული და ბოლო 10 წუთში 0:2-დან მოგებული მატჩი
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის 28-ე ტურში მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად ფრაიბურგი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
მე-80 წუთისთვის ვენსან კომპანის გუნდი 0:2-ს აგებდა, თუმცა ბოლო წუთებში სამი გოლის გატანა მოახერხა და სამი ქულა მოიპოვა.
დუბლით თავი 20 წლის მარცხენა მცველმა, თომას ბიშოფმა გამოიჩინა, გამარჯვების გოლი კი ახალგაზრდა ლენარტ კარლმა მსაჯის მიერ მე-9 კომპენსირებულ წუთზე გაიტანა და ბაიერნს შთამბეჭდავი გამარჯვება ოფიციალურად გაუნაღდა.
მიუნხენელთა ლიდერმა ჰარი კეინმა მატჩი დისკომფორტის გამო გამოტოვა.
28 ტურის შემდეგ ბაიერნი 73 ქულით პირველ ადგილს იკავებს და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, მეორეადგილოსან დორტმუნდს 11 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება მიუნხენელებისთვის უბრალოდ დროის ამბავია.