VIDEO: ბარკოლას გოლი - პარიზელებმა სტუმრად ლე ავრი დაამარცხეს
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში პარი სენ-ჟერმენი ლე ავრს ესტუმრა.
პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 71 წუთი გაატარა.
მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 37-ე წუთზე სტუმართა მხრიდან გოლი ბრედლი ბარკოლამ გაიტანა. ფრანგმა შემტევმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი მიითვალა და პარიზულ გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ლუის ენრიკეს გუნდმა ამ მოგებით 57 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს უკვე ლანსთან 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.