ბარსამ, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, რეალს კლასიკო 4 იანვარს მოუგო, მაგრამ წლევანდელი სეზონის ევროლიგის ორივე ურთიერთშეხვედრაში დამარცხდა.
ქართველი ტრავმის შემდეგ ლიმიტირებულ სათამაშო დროს იღებს და ბარსას ძირითად ხუთეულში არც ამჯერად ყოფილა - 21:16 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 10 ქულა, 1 მოხსნა, 3 ასისტი შეჰმატა.
აღსანიშნავია, რომ ბარსელონელთა შორის, ეფექტიანობის ინდექსის მიხედვით, საუკეთესო სწორედ თოკო იყო - მისი მაჩვენებელი 12 გახლდათ.
ბარსელონამ, ყველა ტურნირის ეგიდით, 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, უშუალოდ ევროლიგაში კი ბოლო 11-დან მე-2 შეხვედრა წააგო.
შედეგად, სატურნირო ცხრილში ბარსას რეალი წამოეწია, ორივეს 14-14 მოგება აქვთ და ლიდერ ჰაპოელ თელ-ავივს 1-1 მოგებით ჩამორჩებიან.
შემგელიას გუნდი 20 იანვარს მე-13 ადგილოსან დუბაის საკუთარ დარბაზში მიიღებს.