VIDEO: ბარსას მოგებათა სერია ლა ლიგაშიც შეწყდა - რეალმა კლასიკო მოიგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-10 ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად ბარსელონა დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ კამპ ნოუზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ანგარიში 41-ე წუთზე კილიან მბაპემ, საკმაოდ კურიოზულ სტილში გახსნა - მადრიდელთა პოზიციური შეტევის შემდეგ ხერარდ მარტინი ბურთის ამოტანას ცდილობდა, თუმცა ფრანგ შემტევს ფეხში მოარტყა და ბურთი ბარსას კარში შევარდა.
მეორე ნახევარში რეალი სწრაფ კონტრშეტევებზე აკეთებდა აქცენტს, ბარსას მიერ გაზრდილი ზეწოლა კი 61-ე წუთზე რაფინიას მიერ გატანილ გოლში გარდაისახა.
მატჩის ბოლო მეოთხედში ბარსელონა სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა გამარჯვების გოლი რეალმა გაიტანა - ჯუდ ბელინგემის საოცარი ქმედების შემდეგ, ედუარდო კამავინგამ საჯარიმოში პაუ კუბარსის დაასწრო და მბაპეს ცარიელ კარზე დაუგორა, რომელმაც მეორედაც შეძლო თავის გამოჩენა და რეალს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
ბარსამ ხელიდან გაუშვა გამხდარიყო ლა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც სეზონის დაწყებიდან ზედიზედ 10 მატჩი მოიგო, რეალმა კი მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, 24 დააგროვა და ლიდერთან სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. პირველზე კვლავ ბარსელონაა 27 ქულით, 25-ით მეორეზე კი ატლეტიკოა.