• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: ბოლო წუთების დრამა - ქალთა ნაკრები ფარერებთან დამარცხდა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

VIDEO: ბოლო წუთების დრამა - ქალთა ნაკრები ფარერებთან დამარცხდა

06 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ქალთა ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ფარერის კუნძულების ნაკრებს შეხვდა და 2:3 დამარცხდა.

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში, ჩვენი გუნდი ორჯერ იგებდა - ჯერ მაიკო ბებიამ შეაგდო პენალტიდან, შემდეგ ნინი ბუხრიკიძემ გაიტანა ეფექტური გოლი, თუმცა კუნძულელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს და 90-ე წუთზე საერთოდ გამარჯვებაც გაიფორმეს.

შედეგად, საქართველოს ნაკრებს 3 ტურის შემდეგ ქულა არ აქვს, ფარერებმა 6 ქულა მოიპოვა და შესარჩევი დაასრულა, ხოლო 3-გუნდიან ჯგუფს 9-ქულიანი საბერძნეთი ლიდერობს.

"გოლის გატანის ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, გავიტანეთ კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე ტაიმში რამდენიმე შეცდომა დავუშვით.

შესაძლებლობები გვქონდა, ანგარიში კიდევ უფრო გაგვეზარდა, მაგრამ ფეხბურთში ასეა — თუ შენს შანსებს ვერ იყენებ, მეტოქე სარგებლობს ამით. სწორედ ეს მოხდა დღესაც.

ბოლოს ყველაფერი შეტევაში ჩავდეთ, რადგან ამ მატჩის მოგება გვინდოდა, და, ამ ფონზე, მესამე გოლიც გავუშვით.

ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა.

საქართველოს ეროვნული გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მე-4 შეხვედრას 9 ივნისს, თბილისში, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზეა და 21:00 საათიდან დაიწყება.

ფოტო: NAKREBI.GE

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ქალთა ფეხბურთი
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლარნეს მწვრთნელმა პირობა დადო და იბერია გააფრთხილა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლარნეს მწვრთნელმა პირობა დადო და იბერია გააფრთხილა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მძიმე დარტყმა მიიღო

•ქართული

ქართული

20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მძიმე დარტყმა მიიღო
•ქართული

ქართული

საქართველოს ახალი რეკორდი ევროზე – კალანდაძემ ისტორიული შედეგი აჩვენა

•ქართული

ქართული

საქართველოს ახალი რეკორდი ევროზე – კალანდაძემ ისტორიული შედეგი აჩვენა
•ქართული

ქართული

რა უნდა ვიცოდეთ იბერია V ლარნეს ისტორიული მატჩის დაწყებამდე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა უნდა ვიცოდეთ იბერია V ლარნეს ისტორიული მატჩის დაწყებამდე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სთ წინ

ლარნეს მწვრთნელმა პირობა დადო და იბერია გააფრთხილა

News image

10 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება