VIDEO: ბოლო წუთებზე დაკარგული გამარჯვება - ჩელსიმ ქულები სეზონში მეორედ დაკარგა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-4 ტურში ჩელსიმ სტუმრად ბრენტფორდთან ქულები დაკარგა.
შეხვედრა ლონდონში, ბრენტფორდ ქომიუნითი სტედიუმზე გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში ჩელსიმ პალმერის და კაისედოს გოლებით წინ გასვლა შეძლო - მეორე გოლი მარესკას გუნდმა 85-ე წუთზე შეაგდო, რომელსაც, თითქოს, მატჩის ბედი უნდა გადაეწყვიტა.
თუმცა, ფაბიო კარვალიოს სხვა გეგმები ჰქონდა, რომელმაც 90+3 წუთზე ანგარიში მატჩში კიდევ ერთხელ გაათანაბრა და ჩელსის მნიშვნელოვანი ორი ქულა გამოსტაცა ხელიდან.
ჩელსიმ ამ სეზონში უკვე მეორედ დაკარგა ქულები და 4 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-5 პიზიციას იკავებს, ბრენტფორდმა კი 4 ქულა დააგროვა და მე-12 პოზიციაზეა.