მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარულ სეზონში კლასიკური დაპირისპირება შედგა ბოსტონ სელტიკსსა და ლოს ანჯელეს ლეიკერსს შორის.
ბოსტონმა ლეიკერსის 8-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა და მეტოქე 111-101 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ჯეისონ ტეიტუმმა (40 ქულა, 12 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა) და ჯეილენ ბრაუნმა (31 ქულა, 6 მოხსნა) ულიდერეს.
სელტიკსი 64 მატჩში 46 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა, ბოსტონს მხოლოდ კლივლენდი უსწრებს.
ლეიკერსი კი 62 შეხვედრაში 40 გამარჯვებით დასავლეთში მე-3 პოზიციას იკავებს, კალიფორნიელებზე წინ ოკლაჰომა სიტი თანდერი და დენვერ ნაგეთსი არიან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები