ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მე-2 ტურში მორიგი მატჩები გაიმართა.
ბენფიკამ ოკლენდ სიტი 6-0 გაანადგურა. ლისაბონური გუნდის მხრიდან თავი დი მარიამ (დუბლი), პავლიდისმა, სანჩესმა და ბარეირომ (დუბლი) გამოიჩინეს.
ბენფიკას 2 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს. ამ ჯგუფში მეორე შეხვედრა ბაიერნსა და ბოკა ხუნიორსს შორის გაიმართება.
საინტერესო თამაში გაიმართა ფლამენგოსა და ჩელსის შორის, რომელიც ბრაზილიელების გამარჯვებით 3-1 დასრულდა.
ლონდონელთა მხრიდან ანგარიში პედრუ ნეტუმ გახსნა, ლუის ფელიპეს გუნდს კი გამარჯვება ბრუნო ენრიკემ, დანილომ და ვალას იანმა მოუტანეს.
ამ ჯგუფში მეორე შეხვედრაში ესპერანს ტუნისი და ლოს ანჯელეს FC დაუპირისპირდებიან.