VIDEO: დაბრუნება კლივლენდში - ლებრონის ემოციები მისთვის მიძღვნილი ვიდეოს შემდეგ
13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში კლივლენდ კავალიერსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი მიიღო და 129-99 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს დონოვან მიჩელმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა მიითვალა, სტუმართა მხრიდან კი გამორჩეული ლუკა დონჩიჩი იყო 29 ქულით.
შეხვედრა ემოციური გამოდგა ლებრონ ჯეიმსისთვის, რომელიც კლივლენდში დაბრუნდა. კავალიერსმა მას ემოციური ვიდეო მიუძღვნა, რასაც მეფე ცრემლების გარეშე ვერ შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ კლივლენდმა 2016 წლის სუპერფინალში გოლდენ სტეიტ უორიორსს 1-3-დან მოუგო, მაშინ კი ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სწორედ ჯეიმსი იყო.