MLS-ის მორიგ მატჩში ინტერ მაიამი რეალ სოლტ ლეიკს ესტუმრა და 0-2 იმარჯვა.
გამარჯვებული გუნდის მხრიდან გოლები შეხვედრის ბოლოს, ერთწუთიან მონაკვეთში როდრიგო დე პოლმა და ლუის სუარესმა გაიტანეს.
არგენტინელმა ანგარიში 82-ე წუთზე გახსნა, ურუგვაელმა კი 83-ე წუთზე სხვაობა ორბურთიანი გახადა. ორივე გოლი ლამაზი გამოვიდა.
9 მატჩში მოიპოვებული 18 ქულით ინტერ მაიამი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა და ნეშვილს 1 ქულით ჩამორჩება.