ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, უსმან დემბელემ პსჟ ლივერპულთან ენფილდეც დააწინაურა. პარიზელები ორი თამაშის ჯამში 3:0-ს იგებენ.
ოქროს ბურთის მოქმედ გამარჯვებულს საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 13 საგოლე მოქმედება მოაგროვა - 8 გოლი და 5 ასისტი.