VIDEO: დუბლი სადებიუტო მატჩში - კვერკველიამ ყირგიზეთში ხმაურიანად დაიწყო
08 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საბა კვერკველიამ ყირგიზეთის ჩემპიონატში ჩატარებულ სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა.
ტოქთოგულის ქართველმა მცველმა ილბირსთან შეხვედრაში ჯერ საპენალტედ წესი დაარღვია, თუმცა შემდეგ შეცდომა 2 გოლით გამოასწორა - ჯერ ანგარიში 1:1 გახადა, 2:2-ზე კი გამარჯვების გოლი შეაგდო.
კვერკველია ტოქთოგულს იანვარში შეუერთდა და მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტოქთოგული 2021 წელს დაარსდა, გასული სეზონი რანგით მე-2 დივიზიონში გაატარა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.
საბა კვერკველიამ ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში 25 მატჩში ჩაატარა და 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.