VIDEO: ძირითად ხუთეულში იყო - მამუმ ლებრონის ლეიკერსთან 36 წუთი ითამაშა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა ლუკა დონჩიჩის გარეშე მყოფ ლოს ანჯელეს ლეიკერსთან სუპერ დაძაბული საშინაო შეხვედრა წააგო.
მატჩის ბოლო მეოთხედი ქულა-ქულაში წარიმართა და უკანასკნელი შეტევისას ანგარიში 120:120 გახლდათ, რა დროსაც სტუმართა იაპონელმა ლეგიონერმა, რუი ჰაჩიმურამ 3-ქულიანი ბაზერ ბითერი ჩააგდო და გამარჯვება კალიფორნიელებს გაუფორმა.
მამუ, ცენტრის პოზიციაზე, ტორონტოელთა ძირითად ხუთეულში იყო, 36:38 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა - 13 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი. 4-დან 1 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 2-2 ჩაჭრა, ბლოკი და დაკარგვა ჰქონდა.
ლოს ანჯელესელებმა რეგულარულის მე-16 მატჩი მოიგეს (21-დან) და დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ მოქმედ ჩემპიონ ოკლაჰომას (21 მოგება და 1 წაგება) ჩამორჩებიან.
23-დან 15 მოგება აქვს ტორონტოს, რომელმაც აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილი ისევ ნიუ იორკ ნიქსს დაუთმო.