VIDEO: ენფილდზე ქამბექი შედგა - ლივერპულმა გალათასარაი გაანადგურა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ლივერპულმა საკუთარ მოედანზე გალათასარაი მიიღო.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა სტამბოლში თურქების გამარჯვებით 1-0 დასრულდა, შესაბამისად შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ლივერპულს ენფილდზე მინიმუმ ორბურთიანი უპირატესობით მოგება მართებდა.
მატჩში ანგარიში 25-ე წუთზე გაიხსნა. მასპინძლები დომინიკ სობოსლაიმ დააწინაურა. ტაიმის კომპენსირებულ დროში მერსისაიდელებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მოჰამედ სალაჰს პენალტი უგურჯან ჩაქირიმ აუღო.
მეორე ტაიმში ლივერპულმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მიანც მოახერხა და 2-წუთიან მონაკვეთში, ჯერ უგო ეკიტიკემ, ხოლო შემდეგ რაიან გრავენბერხმა გამოიჩინეს თავები და ანგარიში 3-0 გახდა.
62-ე წუთზე თავისი გოლი მოჰამედ სალაჰმაც გაიტანა, რომლისთვისაც ეს ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე გოლი აღმოჩნდა და ამით გახდა პირველი აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც ეს მიღწევა დააფიქსირა.
საბოლოოდ ლივერპულმა გალათასარაი 4-0 გაანადგურა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება.