VIDEO: გაგუას მორიგი გოლი და შოკისმომგვრელი მარცხი
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი გაგუამ სლოვაკეთის თასის 1/32-ფინალში დუნაისკა სტრედას შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი გაიტანა, თუმცა მისი გუნდი ქვედალიგელ ველკესთან მოულოდნელად, 2:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ქართველმა ფორვარდმა შეხვედრის მე-20 წუთზე თავური დარტყმით მეტოქის კარი აიღო და თავისი გუნდი 2:1 დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმში დუნაისკა სტრედამ უპირატესობა გაანიავა და ორი გოლი გაუშვა.
სტუმრებს მატჩის გადარჩენის შანსი ჰქონდათ, თუმცა ორჯერ პენალტი ვერ გაიტანეს. 75-ე წუთზე ამარ რამადანს მეკარემ აუღო, ხოლო კომპენსირებულ მეორე წუთზე ალიუკ სილამ ბურთი კარს ააცილა.
ამ მატჩის ჩათვლით, გაგუას ანგარიშზე სლოვაკეთის ჩემპიონატის, თასისა და კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 13 შეხვედრაში უკვე 7 გოლი და 5 საგოლე პასია.