VIDEO: გაგუამ დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა!
13 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი გაგუა სეზონის სტარტზე ბრწყინვალე ფორმაშია.
ქართველმა თავდამსხმელმა სლოვაკეთის ჩემპიონატში ამჯერად დუბლი შეასრულა და დუნაისკა სტრედას სტუმრად ტრენჩინის დამარცხებაში (4-1) დაეხმარა.
გიორგი გაგუამ მატჩი შეუცვლელად და მაღალ დონეზე ჩაატარა. მან მე-18 წუთზე მასპინძელთა კარი პირველად აიღო, 39-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა და გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. საბოლოოდ, გაგუა 8.9 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 შეხვედრაში გიორგი გაგუამ 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა და ბომბარდირთა დავაში მე-4 პოზიციას იკავებს.