თორნიკე შენგელიას ბარსელონამ, ევროლიგის მე-14 ტურის ეგიდით, სერბულ ცრვენა ზვეზდას ბელგრადში რთული გასვლითი მატჩი დამაჯერებლად მოუგო - 89:79.
თოკომ 32:30 წუთი ითამაშა და კატალონიელებს 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 ასისტი შეჰმატა. 8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო. მისმა შედეგიანობის ინდექსმა 16 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბარსამ მიმდინარე სეზონში უშუალოდ ბელგრადში მე-2 გამარჯვება მოიპოვა - 31 ოქტომბერს პარტიზანსაც აჯობეს.
გუნდიდან მთავარ მწვრთნელ ხოან პენაროიას წასვლის შემდეგ, ბარსამ ბოლო 7-დან 6 შეხვედრა მოიგო.
ევროლიგის 14 ტურის შემდეგ, შენგელიას გუნდს 9 გამარჯვება აქვს და ლიდერ ჰაპოელ თელ-ავივს 1 მოგებამდე მიუახლოვდა.
12 დეკემბერს, ბარსელონა ჩადის პირეოსში და იქაურ ოლიმპიაკოსს (8 მოგება და 5 წაგება) შეხვდება.