2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თებერვალი-მარტის მატჩების ბოლო სათამაშო დღეს FIBA-მ 5 საუკეთესო მოთამაშე გამოარჩია.
ხუთეულში საქართველოს ნაკრების 2 მოთამაშე, ახალწვეული ნატურალიზებული მარკის რიდი და კაპიტანი თორნიკე შენგელია, მოხვდა.
ორიდან ორი დანიასთან - საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ რაუნდშია!
მარკის რიდი (საქართველო) - 29 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა
ვასილეიოს ტოლიოპულოსი (საბერძნეთი) - 27 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა, 7 სამქულიანი
ძანან მუსა (ბოსნია და ჰერცეგოვინა) - 25 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა
სალიუ ნიანგი (იტალია) - 23 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა
თორნიკე შენგელია (საქართველო) - 27 ქულა, 11 მოხსნა, 5 დაფარება
ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ