VIDEO: განგაში არსენალის თავს - 3 წაგება ბოლო 4 მატჩში
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში არსენალმა ემირეითსზე ბორნმუთი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-17 წუთზე ელი ჯუნიორ კრუპიმ ანგარიში 0-1 გახადა, 35-ე წუთზე კი ვიქტორ გიოკერესმა პენალტით წონასწორობა აღადგინა.
მატჩის გადამწყვეტი გოლი 74-ე წუთზე ევანილსონის პასის შემდეგ ალექს სკოტმა გაიტანა და ბორნმუთს 3 ქულა მოუტანა, არსენალმა კი ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო.
ლონდონელებმა საჩემპიონო ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგეს და 32 ტურის შემდეგ 70 ქულა რჩებათ, მდევარ მანჩესტერ სიტის ამ მომენტისთვის 2 მატჩით ნაკლები აქვს და ლიდერს 9 ქულით ჩამორჩება, ასევე გუნდებს ერთმანეთში აქვთ სათამაშო.
შესაბამისად თუ მანჩესტერ სიტი აღნიშნულ სამივე მატჩს მოიგებს ქულებით არსენალს გაუთანაბრდება და საჩემპიონო ბრძოლა საკმაოდ დაიძაბება.
რაც შეეხება ბორნმუთს, ირაოლას გუნდმა 45 ქულა დააგროვა და ევროზონაში მყოფ ჩელსის, რომელიც ხვალ სწორედ მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება, 3 ქულით ჩამორჩება.