VIDEO: გოგას სროლა არ გაუფუჭებია - ორლანდომ ნიუ იორკს სტუმრად მოუგო
13 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა, NBA-ის რეგულარულის მისთვის მე-12 შეხვედრაში, ნიუ იორკ ნიქსი გასვლაზე 17-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 124:107.
ქართველმა 16:15 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 10 ქულა და 3 მოხსნა შეჰმატა. აღსანიშნავია, რომ სროლა არ გაუფუჭებია - 2-დან 2 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 1-1 ჩაჭრა და დაკარგვა ჰქონდა.
ორლანდოელთაგან, ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა ფრანც ვაგნერს (28 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი), კარგი მატჩი ჰქონდათ დესმონდ ბეინსა (22 ქულა, 6 მოხსნა, 8 ასისტი) და ენტონი ბლექს (17 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი).
12 თამაშის შემდეგ, ორლანდოს 6-6 მოგება-წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას, 15 ნოემბრის 04:00 საათზე, ბრუკლინ ნეთსთან შინ გამართავს.