იტალიის სერია ა-ს მე-4 ტურში ჯენოა საკუთარ მოედანზე ფროზინონეს დაუპირისპირდა.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი კვერნაძემ, რომელმაც მოედანზე 87 წუთი გაატარა და გოლიც გაიტანა.
ქართველმა შემტევმა მე-14 წუთზე ანგარიში გახსნა და სერია ა-ს ზედიზედ მე-2 მატჩში შეძლო თავის გამოჩენა.
კვერნაძემ წინა ტურში ვენეციასთან გამრაჯვების გოლი შეაგდო, დღეს კი ჯენოასთან თავისი გუნდი დააწინაურა.
ჯენოამ მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და მატჩი 1-1 დასრულდა. ფროზინონეს 4 შეხვედრის შემდეგ 7 ქულა აქვს და ცხრილში მე-7 ადგილზეა.