VIDEO: ჰიუსტონმა დონჩიჩი და ლებრონი ვერ გააჩერა - ლეიკერსის ზედიზედ მე-7 მოგება
19 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ჰიუსტონ როკეტსი ლოს ანჯელეს ლეიკერსს დაუპირისპირდა და 116-124 დამარცხდა.
გამარჯვებულ გუნდს ლუკა დონჩიჩმა და ლებრონ ჯეიმსმა ულიდერეს, რომლებიც ჰიუსტონის მოთამაშეებმა ვერ გააჩერეს.
სლოვენიელს სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 40 ქულა, 9 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა. ლებრონმა კი თამაშში 14-დან 13 ბურთი ჩააგდო და ჯამში 30 ქულა დააგროვა.
ლეიკერსმა ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო და სულ 69 შეხვედრაში მოპოვებული 44 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.
ლუკა დონჩიჩის მონაგარი ამ ბოლო 7 თამაშში ასეთია: 38.1 ქულა, 9.1 მოხსნა, 8.0 შედეგიანი გადაცემა.