VIDEO: იამალისა და რაფინიას დუბლი - ბარსელონა გამარჯვების გზაზე ხმაურიანად დაბრუნდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-11 ტურში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ალავესი გაანადგურა.
კამპ ნოუზე გამართული შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით 6:1 დასრულდა. ეს ბარსასთვის პსჟ-სთან და რეალთან წაგებების შემდეგ პირველი მატჩი იყო, რომელშიც გუნდმა გამარჯვების გემო ლამაზ სტილში გაიხსენა.
დუბლით თავი რაფინიამ და ლამინ იამალმა გამოიჩინეს, კიდევ თითო გოლი კი ფერმინ ლოპესმა და ენტონი გორდონმა გაიტანეს. გამოსარჩევია ისიც, რომ ალავესის რიგებში გოლის გატანა რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, მარიანო დიასმა მოახერხა.
ბარსელონამ 30 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ ატლეტიკოს 2 ქულით უსწრებს, ალავესი კი 12 ქულით მე-10 ადგილზეა და ბოლო 5 მატჩია ლა ლიგაში გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს.